ბრიუსელში გამართულ ცერემონიაზე NATO-მ და ევროკავშირმა თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი. 10 იანვარს დოკუმენტს ხელი მოაწერეს ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა შარლ მიშელმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკავშირისა და ნატოს ლიდერებმა პრესკონფერენციაზე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ უკრაინის ომმა მათ პარტნიორობის გაღრმავებისკენ უბიძგა. მათ გამოთქვეს რწმენა, რომ ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთი მიზანი დასავლეთის ქვეყნების გაყოფა იყო, მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა.
„პუტინს ნაკლები ნატო სურდა, მაგრამ საპირისპიროდ მოხდა - მას ეყოლება მეტი ნატო და მეტი ევროკავშირი“, - განაცხადა შარლ მიშელმა.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press